Daft Punk

EPILOGUE - DAFT PUNK მსმენელს უკანასკნელი ტრეკით დაემშვიდობა

შვიდწლიანი დუმილის შემდეგ ფრანგული ელექტროპროექტი Daft Punk მსმენელს უკანასკნელი ტრეკით, Epologue-ით დაემშვიდობა. ლეგენდარული ბენდი ოფიციალურად დაიშალა.

კომპოზიციის ვიდეო 2006 წლის ფილმის, Electroma-ს კადრებით არის აწყობილი.

Daft Punk პარიზში, 1993 წელს, მეგობრებმა ტომას ბანგალტერმა და გი მანუელ დე ჰომემ-კრისტომ დააფუძნეს. 1997 წელს გამოსულმა სადებიუტო ალბომმა, რომელშიც ტრეკები "Da Funk" და "Around The World" არის შესული, დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. მომდევნო ალბომმა Discovery-მ ბენდი მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავებად აქცია. მეორე ალბომის სინგლებს შორის არის - "One More Time", "Harder Better Faster Stronger", "Something About Us", "Veridis Quo". სულ დუომ 4 სტუდიური ალბომი, 1 ლაივ ალბომი და 1 საუნდტრეკ ალბომი გამოუშვა. Daft Punk ექვსი გრემის მფლობელია.

 

კომენტარები