გერმანია

ტიკარაძე სეზონურ დასაქმებაზე: ჩვენ ვგზავნით მხოლოდ ფორმულარებს, მერე გერმანელები წყვეტენ

განსაზღვრულია ასაკი, 18-დან 60 წლამდე ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ესაჭიროებათ, ჰქონდეთ ჯანმრთელობის ცნობა და ასევე მნიშვნელოვანია გერმანული ან ინგლისური ენის ბაზისური ცნობა.

გადაწყვეტილებას იღებს გერმანული მხარე, საქართველოდან იგზავნება მხოლოდ ის ფორმულარები, რომლებიც განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე და რასაც მოქალაქე ავსებს, უკვე ადგილზე გაჩენილი მოთხოვნიდან გამომდინარე, გერმანელები იღებენ გადაწყვეტილებას მოწვევის თაობაზე...

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე წასვლის სურვილი უკვე საქართველოს 60 000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა.

კომენტარები