ცვლილებები ევროპულ საქართველოში

ჩერგოლეიშვილი ევროპელებზე: არაფერს ვიტყვი, რადგან მხარდამჭერებს ვუფრთხილდები

მე ხაზგასმით არ ვაკეთებ კომენტარს ამ ამბავზე. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ვუფრთხილდები ჩვენს მხარდამჭერებს. ის ხალხი ცოდოა, ახლა რასაც უყურებს. თუ პირველი ეთერის შემდეგ ვინმეს კითხვები ჰქონდა, მეორე და მესამე ეთერებმა ეს კითხვები მოხსნა - ყველაფერი დღესავით ნათელია. თვითონ ხსნიან ძალიან კარგად და ილუსტრაციას უკეთებენ იმ პროცესს, რაც ხდება. 

შესაბამისად, მე არ ვთვლი, რომ ამ თემაზე კომენტირება რამენაირად არის კარგი პროცესისთვის. მე გავუფრთხილდები ჩვენს მხარდამჭერებს და შევიკავებ თავს, ოღონდ არა იმიტომ, რომ სათქმელი არ მაქვს - სათქმელი მაქვს ძალიან ბევრი.

ეუბნება ტაბულას მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფორმულას ევროპულ საქართველოზე საუბრისას.

კომენტარები