გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე 24 საათში 35 121 მოქალაქე დარეგისტრირდა

გერმანიაში სეზონურ სამუშაობზე წასასვლელად 24 საათში სულ მოქალაქე  35 121 მოქალაქე დარეგისტრირდა. ამის შესახებ ტაბულას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში დაუდასტურეს. 

პროგრამაზე რეგისტრაცია გუშინ, 15 თებერვლიდან დაიწყო, რის შემდეგაც გერმანიაში სამუშაოდ წასვლის სურვილი 35 121 მოქალაქემ გამოთქვა. საუბარია გერმანიაში სეზონური სამუშაოებზე, რაც ძირითადად სოფლის მეურნეობის სამუშაოებზე. საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნულ სამუშაოებზე მუშაობას ლეგალურად შეძლებენ 3 თვიანი შუალედებით შეძლებენ. 

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  • ფიზიკური ჯანმრთელობა;
  • მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  • ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
  • გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე : http://workabroad.moh.gov.ge/

გერმანიაში დასაქმების მსურველმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს facebook გვერდს ან დაუკავშირდეს ცხელ ხაზს - 1505.

 

კომენტარები