კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 165 ახალი შემთხვევიდან თბილისში 57 დადასტურდა, იმერეთში – 31, კახეთში – 17

ბოლო 24 საათში COVID 19-ით  ინფიცირების 165 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 57 , აჭარაში – 10, იმერეთში – 31, ქვემო ქართლში – 6, შიდა ქართლში – 6, გურიაში – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 14, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – 0 შემთხვევა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში მძიმე პაციენტია 425, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი.

15 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  265 722 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 258 732 ადამიანი გამოჯანმრთელდა,3 363 კი გარდაიცვალა. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები. თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა. 

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები იხსნება 15 თებერვლიდან – სრულად

კომენტარები