კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 507 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 24 359 ტესტი

CDC/Science Photo Library

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 24 359 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 660 ადამიანი.

12 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 264 665 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 256 684 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 336 კი გარდაიცვალა. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები. თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა. 

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები იხსნება 15 თებერვლიდან – სრულად

კომენტარები