ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე 2 აქტივისტი დააკავეს

ქართული ოცნების ოფისთან გამართული საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა ოფისის მიმდებარე კედლებსა და ტროტუარზე წარწერების გაკეთება დააპირეს. მედიის ცნობით, დაკავებულები აქტივისტები ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე არიან. 

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს ორივე აქტივისტი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც კანონის წარმომადგენელის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი მსვლელობას შინაგან საქმეთა სამინისტროსაკენ გააგრძელებენ. 

 

კომენტარები