ქართული კინო

ალექსანდრე კობერიძის ფილმი ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაში მოხვდა

New Matter Films

რამდენიმე წუთის წინ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა, საკონკურსო პროგრამაში მოხვედრილი ფილმები დაასახელეს. "ოქროს დათვის" პრეტენდენტების სიაში ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე კობერიძის, უკანასკნელი ნამუშევარი, "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" მოხვდა.

2018 წელს კობერიძის პირველმა სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა "ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული" საუკეთესო ექსპერიმენტალური ფილმის კატეგორიაში, გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდო მიიღო.

ბერლინალეს არასაკონკურსო პროგრამაში, სექცია "ფორუმში", კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის, სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი "მოთვინიერება" მოხვდა. 

წლევანდელი ბერლინის კინოფესტივალი ორ ღონისძიებად ჩატარდება. პირველი, ონლაინ ნაწილი 1 მარტს დაიწყება და 6 მარტს დასრულდება. 

მთავარ კატეგორიაში წარდგენილი ფილმების სია კი ასე გაომიყურება:

Albatros (რეჟ. ქსავიე ბოვუა)


Bad Luck Banging or Loony Porn (რეჟ. რადე იუდე)


Ballad of a White Cow (რეჟ. ბეხტაშ სანაიჰა)


Fabian Oder Der Gang vor die Hunde (რეჟ. დომინიკ გრაფი)


Forest — I See You Everywhere (რეჟ. ბენს ფლიგოფი)


Herr Bachmann Und Seine Klasse (რეჟ. მარია შპეტი)


Ich Bin Dein Mensch (რეჟ. მარია შრედერი)


Introduction (რეჟ. ჰონგ სანგ სუ)


Memory Box (რეჟ. იოანა ჰადჯიტომასი)


Natural Light (რეჟ. დენეს ნაგი)


Nebenan (რეჟ. დანიელ ბრიული)


Petite Maman (რეჟ. სელინ სკიამა)


Una pelicula de policias (რეჟ. ალონსო რუიშპალაციოსი)


What Do We See When We Look at the Sky? (რეჟ. ალექსანდრე კობერიძე)


Wheel of Fortune and Fantasy (რეჟ. რიუსკე ჰამაგუჩი)

კომენტარები