კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 557 ახალი შემთხვევიდან თბილისში 209 დადასტურდა, იმერეთში – 113, შიდა ქართლში - 63

Gulf News

COVID 19-ის გამოვლენილი ინფიცირების 557 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 209 შემთხვევა, აჭარაში - 21, იმერეთში - 113, ქვემო ქართლში - 43, შიდა ქართლში - 63, გურიაში - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 24, კახეთში - 33, მცხეთა-მთიანეთში - 7, სამცხე-ჯავახეთში - 10, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - 1.

ამ ეტაპზე 456 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 129 პაციენტი იმყოფება. 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 21 890 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 639 პაციენტი. 

11 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  264 158 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 256 024 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 321 კი გარდაიცვალა. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები. თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა. 

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები იხსნება 15 თებერვლიდან – სრულად

კომენტარები