ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა

91 წლის ასაკში ქართველი აკადემიკოსი და ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის Facebook გვერდზე გავრცელდა.

"ბატონი თამაზ გამყრელიძე იყო საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძველი აღმოსავლეთის ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხების თვალსაჩინო მკვლევარი, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ეროვნული და უცხოური ჯილდოს მფლობელი". – წერია განცხადებაში

როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს, ბატონ თამაზს 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

 


 

კომენტარები