ავტოსაგზაო შემთხვევები

2020 წელს საქართველოში 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 450 ადამიანი

რუსთავი 2

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში სულ 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებიდან 137 სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალებულთა რაოდენობა 6 640 იყო, დაღუპულთა რაოდენობა კი - 450.

2019 წელთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია. 2019 წლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 5 839 იყო, დაზარალებულთა რაოდენობა – 7 921, დაღუპულთა რაოდენობა კი – 481.

საქსტატი მონაცემებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომენტარები