კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 544 ახალი შემთხვევიდან თბილისში 226 დადასტურდა, იმერეთში – 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 57

COVID 19-ის გამოვლენილი ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 78, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 43, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 57, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე 471 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 133 პაციენტი იმყოფება. 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 18 244 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 544 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 469 პაციენტი. 

10 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 263 601 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 255 385 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 311 კი გარდაიცვალა. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები. თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა. 

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები იხსნება 15 თებერვლიდან – სრულად

კომენტარები