კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 829 ახალი შემთხვევიდან თბილისში 314 დადასტურდა, იმერეთში – 150, კახეთში – 73

COVID 19-ის გამოვლენილი ინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 314 შემთხვევა, აჭარა - 37, იმერეთი - 150, ქვემო ქართლი - 37, შიდა ქართლი - 63, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 95, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე 480 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 127 პაციენტი იმყოფება. 

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 18 331 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 829 ახალი შემთხვევა. ვირუსისგან 566 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

9 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 263 057 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 254 916 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 306 კი გარდაიცვალა. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში გაიხსნა კვების ობიექტების გარე სივრცეები. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები იხსნება 8-15 თებერვლიდან – სრულად 

კომენტარები