კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 602 ახალი შემთხვევიდან თბილისში 246 დადასტურდა, იმერეთში – 101, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 77

ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევიდან თბილისში 246 დადასტურდა, იმერეთში – 101, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი – 77.

აჭარაში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში – 16, შიდა ქართლში – 21, გურიაში – 30, კახეთში – 54, მცხეთა-მთიანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7. 

6 თებერვლის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 261 620 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან  252 815 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 269 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში გაიხსნა კვების ობიექტების გარე სივრცეები. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოიხსნა 1-ელი თებერვლიდან, ვრცლად წაიკითხეთ  აქ

კომენტარები