კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: საცივის რეცეპტი მე არასოდეს მომიწოდებია, ყველამ თავისი საქმე აკეთოს, კარგი იქნება

მე ისიც მოვისმინე, კარგად არ მახსოვს, მითხრეს, თურმე მე რაღაც კერძების მომზადებაში არ უნდა ჩავერიო და ისინი ეპიდემიოლოგიაში რატომ ერევიან. მართლაც ახლა, საცივის რეცეპტი მე არასოდეს მომიწოდებია, ხომ?  ასე გააკეთეთ-მეთქი. აქედან გამომდინარე, ყველამ თავისი საქმე, ამ ქვეყანაში ხომ ის არის მთავარი, ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს, ძალიან კარგი იქნებოდა. ჩვენ რა გვინდა? რომ გავხსნით ქვეყანას, ორ კვირაში არა, მაგრამ ერთ თვეში, თვე-ნახევარში დასაკეტი არ გახდეს...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ტელეკომპანია პირველის ეთერში შეზღუდვების გამო ბიზნესის წარმომადგენლების პროტესტზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები