მკვლელობა ფოთში

"წარსულში არსებული დაპირისპირების" გამო ფოთში კაცი მოკლეს – დაკავებულია 1 ადამიანი

Getty Images

ფოთში 42 წლის კაცი მოკლეს. მას  ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. შსს-მ ფაქტზე ერთი ადამიანი, 1986 წელს დაბადებული შ.პ დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 4 თებერვალს ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, 1978 წელს დაბადებული გ.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შ.პ. მომხდარიდან მალევე, ფოთში დააკავა" - აცხადებს შსს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები