კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 583 ახალი შემთხვევიდან თბილისში 243 დადასტურდა, იმერეთში – 98, კახეთში - 48

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 583 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან თბილისში 243  დადასტურდა, იმერეთში – 98, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი – 58. 

აჭარაში ინფიცირების 34 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 46, შიდა ქართლში - 31, გურიაში - 10, კახეთში - 48, მცხეთა მთიანეთში - 2, სამცხე-ჯავახეთში - 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 4. 

4 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 260 480 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 251 748 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 240 კი გარდაიცვალა. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

ვრცლად, რა შეზღუდვები იხსნება 1-ლი თებერვლიდან წაიკითხეთ - აქ

კომენტარები