კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 688 ახალი შემთხვევიდან თბილისში 295 დადასტურდა, იმერეთში – 126, აჭარაში – 23

iStock [illustration]

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 688 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან თბილისში 295  დადასტურდა, იმერეთში – 126, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი – 69. 

აჭარაში ინფიცირების 23 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 31, შიდა ქართლში - 45, გურიაში - 32, კახეთში - 50, მცხეთა მთიანეთში - 7, სამცხე-ჯავახეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 3. 

3 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 259 897 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 251  077 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  3 221  კი გარდაიცვალა. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

ვრცლად, რა შეზღუდვები იხსნება 1-ლი თებერვლიდან წაიკითხეთ - აქ

კომენტარები