კრიმინალი

შსს: ზუგდიდში 2010 წლიდან ძებნილი პირი დავაკავეთ

shutterstock

ზუგდიდში 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,   1957 წელს დაბადებული ე.გ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით( ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონოდ შეღწევით) იყო ნასამართლევი. 

ბრალდებულმა დაარღვია ჩადენილი დანაშაულის გამო მისთვის დაწესებული კანონით გათვალისწინებული პრობაციონერის უფლებამოვალეობები, რის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.გ. 2010 წლიდან იძებნებოდა.

 

კომენტარები