კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 858 ახალი შემთხვევიდან თბილისში 339 დადასტურდა, იმერეთში – 158, აჭარაში – 53

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 858 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან თბილისში 339 დადასტურდა, იმერეთში – 158, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი – 85. 

აჭარაში ინფიცირების 53 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 49, შიდა ქართლში - 50, გურიაში - 38, კახეთში - 44, მცხეთა მთიანეთში - 21, სამცხე-ჯავახეთში - 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 6. 

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 17 271 ტესტი, დადასტურდა ინფიცირების 858 ახალი შემთხვევა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 580 პაციენტი. 

2 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 259 209 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 250 289 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 208 კი გარდაიცვალა. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

ვრცლად, რა შეზღუდვები იხსნება 1-ლი თებერვლიდან წაიკითხეთ - აქ

კომენტარები