დავითგარეჯის საქმე

მდინარაძე მელაშვილზე: არანაირი თავდასხმა არ არის მისაღები, ამას უნდა გაემიჯნოს ყველა

დავიწყებ იმით, რომ არანაირი თავდასხმა, ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, არ არის მისაღები თანამედროვე საზოგადოებისთვის, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის და ბუნებრივია, ამას უნდა გაემიჯნოს ყველა, ეს იქნება ხელისუფლების წარმომადგენელი თუ რიგითი, ნებისმიერი სხვა მოქალაქე. ყველანაირ თავდასხმას, ბუნებრივია, ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე უნდა გაემიჯნოს...

ამბობს ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე. დღეს Facebook მომხმარებელმა, სოფო სამუშიამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ივერი მელაშვილს მოქალაქე ბაქარ ადამია სავაჭრო ცენტრში შეურაცხყოფას აყენებს

კომენტარები