CRRC: 24% ამბობს, რომ არჩევნები სრულიად უსამართლოდ ჩატარდა, 33% – ნაწილობრივ სამართლიანად

ტაბულა

CRRC-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 24% ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულიად უსამართლოდ ჩატარდა. 33%-ის აზრით კი ნაწილობრივ სამართლიანად.

24%-ის აზრით, არჩევნები სრულიად სამართლიანად ჩატარდა. 19%-მა არ უპასუხა, ან თქვა, რომ არ იცის. 

კვლევა გასული წლის 8-14 დეკემბერს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით არის ჩატარებული. გამოპასუხების დონე 29%-ია. გამოკითხულია 1 504 ადამიანი, შემთხვევითი ნომრების გენერირების პრინციპით. ინტერვიუები აზერბაიჯანულ, რუსულ, სომხურ და ქართულ ენებზე ჩატარდა.  

ცდომილება:

  • 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის არის +/- 0.7% 
  • 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 2.7% 
  • 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 3.7% 
  • 40% და 60% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 6.4% 
  • 50% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 7.4%

კომენტარები