კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 723 ახალი შემთხვევიდან თბილისში 321 დადასტურდა, იმერეთში – 121, აჭარაში – 33

iStock [illustration]

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან თბილისში 321 დადასტურდა, იმერეთში - 121, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი - 78

აჭარაში ინფიცირების 33 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 27, შიდა ქართლში - 52, გურიაში - 9, კახეთში - 42, მცხეთა მთიანეთში - 16, სამცხე-ჯავახეთში - 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 1. 

28 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 256 287 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 246 459 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 127 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები