კორონავირუსი საქართველოში

გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში 38 პატიმარს COVID-19 დაუდასტურდა, ქსანში – 40-ს

იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი 38 პატიმარს დაუდასტურდა, ქსნის მე-15 დაწესებულებაში კი – 40-ს.

ლორთქიფანიძის ინფორმაციით, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში 2 422 ტესტი ჩატარდა. მისივე თქმით, 38 შემთხვევიდან რვას სიმპტომები აქვს, ამიტომ, ისინი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს.

"დანარჩენი 30 უსიმპტომო პაციენტია. ისინი საკარანტინო სივრცეში არიან იზოლირებული. ასევე, მათი კონტაქტები". – ამბობს ლორთქიფანიძე.

ქსნის მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსზე 1 735 ტესტი ჩატარდა.  

"არის ცალკეული შემთხვევები, რომლებზეც კვლევა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ 40 დადასტურებული პირი უსიმპტომოა. მათი ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო". –

გოჩა ლორთქიფანიძის ინფორმაციით, 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ამ დრომდე 6 654 ტესტი ჩატარდა, ჯამში გამოვლენილია 113 შემთხვევა.

კომენტარები