კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ერთი წელი გარკვეული რეგულაციებით მოგვიწევს ცხოვრება

მგონია, რომ ვირუსი, დაახლოებით, ერთ წელიწადში დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს და ის იქცევა სეზონურ და უფრო სუსტ ვირუსად. ალბათ, სეზონური ვაქცინაცია დაგვჭირდება, როგორც გრიპის. თუ აიცრა მოსახლეობის 60-70% წელს, მომავალი წლის გაზაფხულზე, დიდი ალბათობით, ჩვეულებრივ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ. 

ღონისძიებებმა, რომელიც ტარდება, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანციის და ჰიგიენური პირობების დაცვა, გარკვეულად, გრიპსაც უშველა. გრიპი წელს არ გვაქვს, გრიპისთვისაც დამცავია, რომ უკვე ჩვენთან 75%-ზე ავიდა პირბადის ტარება. 95%-ზე თუ ავიყვანეთ, მაისისთვის ჩამოვალთ დღეში 7-დან 30-40 შემთხვევამდე. 

[...] ერთი წელი კვლავ მოგვიწევს გარკვეული რეგულაციებით [ცხოვრება] ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა დიდ ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე პალიტრანიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები