კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 546 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 11 248 ტესტი

CDC/Science Photo Library

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 11 248 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 456 ადამიანი.  

24 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 253 518 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 242 085 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 055 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები