ტელეწამყვანი ლარი კინგი

ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ამერიკელი წამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მის ოფიციალურ Twitter-ზე 23 იანვარს გაავრცელეს.

ის ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

"არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვის ჩამოართმევდა ინტერვიუს, აშშ-ს პრეზიდენტს, საგარეო ლიდერს, ცნობილ ადამიანს, სკანდალშიგარეულ პირს თუ ვინმე სხვას , ლარის უყვარდა მოკლე, პირდაპირი და მარტივი კითხვების დასმა. მან იცოდა, რომ ლაკონიურ კითხვებს ხშირად საუკეთესო პასუხები მოჰყვებოდა და ის არ ცდებოდა" - ვკითხულობთ განცხადებაში. 

გარდაცვალების მიზეზი არ არის დასახელებული, თუმცა 3 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კინგი კორონავირუსის გართულების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. მან 2017 წელს განაცხადა, რომ ის კიბოს ებრძოდა. ასევე მას ჰქონდა დიაბეტი, შარშან გადაიტანა ინსულტი, ხოლო  2019 წელს გაკეთებული აქვს ანგიოპლასტიკის პროცედურები. 

კინგს 25 წლის განმავლობაში მიჰყავდა გადაცემა CNN- ზე "Larry King Live" , სადაც პრეზიდენტობის კანდიდატებს, ცნობილ ადამიანებს, სპორტსმენებსა და კინოვარსკვლავებს მასპინძლობდა. ის პენსიაზე 2010 წელს გავიდა, მას შემდეგ რაც 6000-ზე მეტი ეპიზოდი გადაიღო. 

კომენტარები