რუსეთი

Economist-ის რუსეთის რედაქტორი: ნავალნი რუსეთის იმპერილიაზმის დასასრულია

ჟურნალ ეკონომისტის რუსეთის ბიუროს რედაქტორმა, არკადი ოსტროვსკიმ ამერიკის ხმის ქართულ სამსახურთან ინტერვიუში, რუსეთში ალექსეი ნავალნის დარბუნების და მისი მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე ისაუბრა.

ოსტროვსკიმ, ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხავს ნავალნის მიერ 2008 წლის ომის დროს საქართველოს მიმართებით გაკეთებული განცხადებების შესახებ. ოსტროვსკის თქმით, ეს მძიმე შეცდომა იყო, თუმცა დღეს მიაჩნია, რომ ნავალნი ამ შეცდომას იაზრებს.

"ეს არასწორი განცხადებები იყო, იმედი მაქვს, ეს მას ესმის, ეს იყო შეცდომა და ამაზე ბოდიში უნდა მოიხადოს. ვფიქრობ, რომ დღეს ასეც აღიქვამს, წლების განმავლობაში ის შეიცვალა, ათწლეულია, რაც ვაკვირდები",- ამბობს ოსტროვსკი.

არკადი ოსტროვსკიმ, ასევე, ისაუბრა ნავალნის პოლიტიკურ შეხედულებებზე.

"კითხვაზე თუ რას წარმოადგენს ის დღეს ვიტყოდი, რომ ის არის იმპერიალიზმის დასასრული, ვფიქრობ, ის სხვანაირ რუსეთს წარმოადგენს, რომელიც არ არის იმპერია. არ არის ნაციონალიზმი, მაგრამ საუბარია სამოქალაქო ნაციონალიზმზე.  რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება იმპერიის ნაბახუსევია, ნაციონალიზმი, რომელსაც პუტინი მიმართავს იმპერიული ნაციონალიზმია - იდეა, რომ რუსეთი იმპერიაა. ნავალნის ნაციონალიზმი კი სამოქალაქო ნაციონალიზმია, რომელიც კანონის უზენაესობის იდეას ეყრდნობა",- ამბობს ოსტროვსკი. 

არკადი ოსტროვსკი სხვადახსვა პერიოდში მუშაობდა Financial Times-ში, წლების განმავლობაში იყო Economist-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი. ოსტროვსკი ავტორია რამდენიმე წიგნისა თანამედროვე რუსეთის შესახებ. იგი, ასევე არის პულიცერის ჟურნალისტური დაჯილდეობის ნომინანტი.

კომენტარები