აფეთქება ესპანეთში

მადრიდში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 6 [Video]

ესპანეთის დედაქალაქის, მადრიდის ცენტრში, ტოლედოს ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის არის 85 წლის ქალი. დაშავდა 6 ადამიანი. ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქება მოხდა შენობაში, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ფლობს, იქ იყო მოწყობილი სასწავლებელი მღვდლებისთვის და ასევე არიგებდნენ საკვებს უსახლკაროებისთვის. აფეთქების შედეგად შენობის ზედა 5 სართული მთლიანად განადგურდა. აფეთქების მიზეზად წინასწარი გამოძიებით გაზის გაჟონვა სახელდება.

შენობასთან ახლოს სკოლა, მოხუცებულთა თავშესაფარი და ეკლესია მდებარეობს. მოხუცებულთა თავშესაფრიდან მოხდა ბინადართა ევაკუაცია.

 

კომენტარები