ლაშა ბუღაძე

ბუღაძე: ელისაშვილი დღეს კიდევ ერთხელ ცალსახად გაცხადდა, როგორც ქართული ოცნების სატელიტი

მეორადი ხელის ბიბისისა და ოლიგარქის ერთერთი ხელის ბიჭის, ვინმე (თუ რამე) ქიბარ ხალვაშის ტელევიზიაში ნანატრ მიზანს მიაღწიეს ცოტა ხნის წინ: თავისი ჭკუით ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთთან აკამათეს, ოღონდ საქმეც ისაა, რომ ოპოზიციონერი იქ ერთი იყო, ბ-ნი ელისაშვილი კი დღეს კიდევ ერთხელ ცალსახად გაცხადდა, როგორც ქართული ოცნების სატელიტი და მათი საოცნებო დავალებების აღმსრულებელი... ეს უკვე სამარცხვინოც აღარაა – სრული დეგრადაციაა. არის ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს ფსიქოაფერისტ ივანიშვილის ცრუ გამარჯვებას (და ამიტომაც არ შედის პარლამენტში) და არის ვიღაც ხალხი, ვისაც დიდი სურვილი აქვს, ამ პოლიტიკურ აფერიზმში მიიღოს მონაწილეობა. უსახო ოცნებას ვულოცავ ახალი სახიერი აფერისტებით შევსებას! 

ასე გამოეხმაურა მწერალი, ლაშა ბუღაძე რუსთავი 2-ის ეთერში გამართულ დებატებს ლელოს ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია მოქალაქეების დამფუძნებელ ალეკო ელისაშვილს შორის. 

კომენტარები