მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ლავროვი: ყარაბაღის შეთანხმებით, ყველა აზერბაიჯანელი ტყვე უკვე შინ დაბრუნდა

РИА Новости

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს ყველა აზერბაიჯანელი ტყვე დაუბრუნა, რომლებიც 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს  დაატყვევეს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში მხარეებმა ყველა ტყვე უნდა გაცვალონ. 

მისივე თქმით, სომხეთს ტყვეების სრული სია არ წარუდგენია, რამაც ტყვეების სომხეთში დაბრუნების პროცესი შეანელა. 

სომხეთი ამბობს, რომ ომის ბევრი ტყვე კვლავ აზერბაიჯანშია. სომხეთმა ეს საკითხი მინსკის ჯგუფის თანათავმჯომარეებთანაც დააყენა. 

ლავროვმა აღნიშნა, რომ რეგიონში განლაგებული "რუსი სამშვიდობოები" სომხეთის და აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს ეკონტაქტებიან, რათა სომხეთის მიერ დასახელებულთ ტყვეთა ადგილმდებარეობა დაადგინონ.

9 ნოემბერს აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რუსეთმა დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

 

კომენტარები