დაჭრა გარდაბანში

შსს: გარდაბანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 1995 წელს დაბადებული მ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.


დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, მასთან სტუმრად მყოფ
ნაცნობს - 1994 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის
გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სამართალდამცველებმა
ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს". - წერია უწყების განცხადებაში. 

კომენტარები