ბრიუს უილისი

აფთიაქში პირბადის გარეშე მისულ ბრიუს უილისს არ მოემსახურნენ

LA Reflection

გამოცემა Page Six-ის ცნობით აფთიაქში პირბადის გარეშე მისულ ბრიუს უილისს თანამშრომლები არ მოემსახურნენ.

ქსელ Rite Aid-ის აფთიაქის პერსონალის თქმით, "არმაგედონის" ვარსკვლავი შენობაში პირბადისა და ნიღბის გარეშე შემოვიდა. მოლარემ პირზე ბენდენის ახვევა სთხოვა, რომელიც მსახიობს კისერზე ეკეთა. თხოვნაზე უილისი გაბრაზდა და აფთიაქი დემონსტრაციულად დატოვა.

სოციალურ ქსელებში მსახიობის ქმედებას ნეგატიურად შეხვდნენ. მოგვიანებით უილისმა ბოდიში მოიხადა:

"შეცდომა დავუშვი, თავს გაუფრთხილდით და პირბადეები ატარეთ".

კომენტარები