დავითგარეჯის საქმე

მელაშვილის ცოლი: ხიდაშელმა რაღაც თუ მოიპოვა, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა

ხიდაშელმა რაღაც თუ მოიპოვა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა. მითუმეტეს, რაც მოიპოვა, რამდენადაც ვიცი, არც ისე ძვირფასი რუკებია, ისინიც ხარვეზიანია და ვერ იყენებენ ვერაფერში...

ივანიშვილს ისევ მივმართავ, თუ კეთილად მოაქვს თავი, მაშინ ნუ ეყოლება უდანაშაულო ხალხი ციხეში...

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ცოლი, თამარ სულაძე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, სადაც ივანიშვილმა ქველმოქმედი, გმირი და პატრიოტი უწოდა დავით ხიდაშელს, ბიზნესმენს, რომელმაც პროკურატურას გადასცა რუკები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის და წევრის, ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ფიგურირებს. 

კომენტარები