კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 1 857 ახალი შემთხვევიდან 754 თბილისში დადასტურდა, 334 - იმერეთში, აჭარაში – 97

armradio.am

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 754 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, იმერეთში  – 334, აჭარაში – 97.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს –  ქვემო ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 143 შემთხვევაა, შიდა ქართლში - 113, გურიაში - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 158, კახეთში - 147, მცხეთა-მთიანეთში - 41, სამცხე-ჯავახეთში - 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 11. 

სულ ინფიცირების 11 583 აქტიური შემთხვევაა. 

12 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 241 637 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 227 208  ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 820 კი გარდაიცვალა.   

მეხუთე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები