მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო

TASS

მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო. შეხვედრამდე პუტინმა აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდგომარეობის დარეგულირებისთვის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

"დღეს, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, გასული წლის 9 ნოემბრის საერთო განცხადების ფარგლებში, დავისახოთ მომდევნო ნაბიჯები დარეგულირების საკვანძო მიმართულებებზე. ვგულისხმობ რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის საქმიანობასთან, დემარკაციის ხაზის დაზუსტების, ჰუმანიტარული პრობლემებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს." – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, მთიან ყარაბაღის შეთანხმება თანმიმდევრულად განხორციელდება და ეს ქმნის წინაპირობას კონფლიქტის სამართლიანი დარეგულირებისთვის.

"დღეს კმაყოფილებით შეიძლება თქმა, რომ სამმხრივი შეთანხმება თანმიმდევრულად რეალიზდება. ჩვენი რწმენით, ეს ქმნის აუცილებელ წინაპირობას მოძველებული კონფლიქტის ხანგრძლივი და სრულფორმატიანი, სამართლიანი დარეგულირებისთვის როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესებში". – თქვა პუტინმა.

ვლადიმირ პუტინის თანახმად, მთიანი ყარაბაღში მდგომარეობა მშვიდია და რეგიონში უკვე დაბრუნდა 48 000 ადამიანი. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირებისა და საზღვრების გახსნა რეგიონში.

"მოსალოდნელია, რომ ამ საკითხებით დაკავდება სპეციალური სამმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცეპრემიერი გაუძღვებიან". – თქვა პუტინმა.

ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სამი ლიდერის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

შეხვედრის ინიციატორი ვლადიმერ პუტინი იყო. როგორც კრემლში აღნიშნეს, მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებული მცხოვრებლების დახმარებასა და სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას. ასევე გათვალისწინებულია ალიევთან და ფაშინიანთან პირისპირ პუტინის შეხვედრები. 

ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივნის, მანე გევორკიანის, თანახმად, სომხური მხარე აპირებს სამხედრო ტყვეებისა დაბრუნების, დაღუპული სამხედროების სხეულების ძებნის და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძებნის საკითხების დაყენების. ბაქოს ოფიციალურად არ გაუსაჯაროებია მოლაპარაკებების საკითხები. 

კრემლის ინფორმაციით, სამმხრივი შეხვედრა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, განიხილა.

9 ნოემბერს აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რუსეთმა უკვე დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები