ივანიშვილის წასვლა

დეკანოიძე ივანიშვილზე: არ უნდა პასუხიმგებლობის აღება, დეკლარირებულად გადავიდა ჩრდილში

მან პასუხიმგებლობა დააკისრა საკუთარ გუნდს, ქართულ ოცნებას და დეკლარირებულად გადავიდა ჩრდილში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, დეკლარირებული გაქცევა, როდესაც არ უნდა პასუხისმგებლობის აღება.  ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წერილში არის ის, რომ მთავარი ლაიტმოტივი არის ოპოზიციის ლანძღვა-გინება, ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა, იმიტომ, რომ სხვა სათქმელი ამ ადამიანს არაფერი აქვს საქართველოს მოქალაქეების წინაშე. ქვეყანა დეფოლტის წინაშეა, მილიარდობით საგარეო ვალი, რომელიც უკვე მიუახლოვდა საკონსტიტუციო ზღვარს, ამიტომ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ზუსტად მას...

ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს, სადაც ის ირწმუნება რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. 

კომენტარები