ვარძია

ვარძიაში მეზობლის სანადირო თოფით მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

Tabula

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, მეზობლის შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. მკვლელობა 9 იანვარს მოხდა.

უწყების ცნობით, სანადირო თოფით დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთავანავე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა, ის დანაშაულს აღიარებს.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს. დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები