ქალი რეჟისორები

ჰოლივუდში ქალმა რეჟისორებმა 2020 წელს რეკორდული რაოდენობის ფილმები გადაიღეს

Indiewire

სან-დიეგოს უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, 2020 წელს ქალმა რეჟისორებმა ჰოლივუდში რეკორდული რაოდენობის ფილმები გადაიღეს.

კვლევის ავტორებმა გასული წლის 100 ყველაზე შემოსავლიანი ფილმი განიხილეს. რეჟისორების 16% ქალები აღმოჩნდნენ. აქამდე, 2019 წელს რეკორდი 12%-ს შეადგენდა.

2020 წელს ას ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორის არის ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული  - „მულანი“, „მტაცებელი ფრინველები“, „ქალი საოცრება 1984“. 

სია უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა ახალი კორონავირუსის პანდემია, რომლის გამოც ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული „შავი ქვრივისა“ და „მარადიულების“  პრემიერა გადაიდო.

რაც შეეხება სხვა პროფესიებს, თანაფარდობა ასეთია: პროდიუსერი ქალები - 28%, მემონტაჟე ქალები - 21%, სცენარისტი ქალები - 12%, ოპერატორი ქალები - 3%. 

იმავე კვლევამ აჩვენა, რომ ქალი რეჟისორები 53% შემთხვევაში სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზეც ქალებს ამტკიცებენ, კაცებში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8%-ს შეადგენს.

კომენტარები