კრიმინალი

შსს: 2020 წლის 7 აგვისტოს პარკ ციცინათელაში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 7 აგვისტოს აჭარაში, პარკ ციცინათელაში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული - 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ა. საგარეჯოში, სოფელ თოხლიაურში დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა პარკში 2 ადამიანი დაჭრა, შემდეგ კი მათ ახლობლებს დაედევნა და ქობულეთში მათ მანქანას რამდენჯერმე ესროლა - შედეგად კიდევ 1 მოქალაქე დაიჭრა.   

"სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: „მაკაროვის“ სისტემის 2 პისტოლეტი, "WEİHRAUCH MELLRİCHSTADT"-ის მოდელის რევოლვერი, 3 მჭიდი, 47 ვაზნა და 2 დანა". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. 

დანაშაულები 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები