შსს

შსს: ზუგდიდში 10 წლის განმავლობაში ძებნილი მსჯავრდებული დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძებნილი მოქალაქე დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა, რაც ქურდობას გულისხმობს. 

"ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.მ.-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ხოლო 2010 წლის აგვისტოდან მასზე ძებნა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობდა". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები