ამნისტია

86 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

ტაბულა

86 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – მეათე მოწვევის პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიიღო. სულ სხდომაზე 87 დეპუტატი დარეგისტრირდა. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაული. ამნისტია არ შეეხება მკვლელობასა და ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულებს.

ამნისტიას დაექვემდებარება ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების სხვადასხვა კატეგორიები, ნარკოდანაშაული (გასაღების გარდა) და სხვ. ამნისტია შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

კომენტარები