კორონავირუსი საქართველოში

3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში უქმე პერიოდი ცხადდება

3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება.  3 იანვრიდან  სავაჭრო ცენტრები ისევ დაიკეტება, რომლებსაც საახალწლო დღეებში მუშაობის შესაძლებლობა მიეცათ. 

მთავრობის წევრებს ამ დრომდე არ უთქვამთ, როდემდე გაგრძელდება შეზღუდვები. შესაძლებელია, 15 იანვრის შემდეგაც გაგრძელდეს უქმე პერიოდი. 

აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ისევე, როგორც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. დაკეტილია კვების ობიექტები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათი მოქმედებს. გამონაკლისის სახით ე.წ კომენდანტის საათი მხოლოდ ერთი დღით, 31 დეკემბრის ღამით მოიხსნა. მეორე გამონაკლისი 6 იანვარს იქნება, ვინაიდან მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს. 

კომენტარები