Wham!

​​​​​​​ბრიტანეთში პირველად, სიმღერა Last Christmas ჩარტების სათავეშია [VIDEO]

გაერთიანებულ სამეფოში პირველად, ჯორჯ მაიკლის და ენდრიუ რიჯლის დუეტის, "Wham!"-ის ცნობილი სიმღერა Last Christmas ჩარტების სათავეშია.

რიჯლი გაოცებულია, რომ სიმღერა ახლა პირველ ადგილზეა. მისი თქმით, ის გახარებული და კმაყოფილია "მისი გამოსვლიდან 36 წლის შემდეგ, რაც, ალბათ, ყველაფერზე მეტად მეტყველებს მასზე მუდმივ მოთხოვნაზე და მის მომხიბვლელობაზე".

გასული კვირის განმავლობაში ცნობილ სიმღერას 9.2 მილიონი მსმენელი ჰყავდა.

"ეს ჯორჯის სიმღერის წერისადმი შესაფერისი პატივის მიგებაა და ამით ის ძალიან ამაყი და უაღრესად აღფრთოვანებული იქნებოდა" - თქვა რიჯლიმ.

კომენტარები