მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ვაშაყმაძე იტალიური ნეორეალისტური ფილმების ვარსკვლავებზე საქართველოს პასუხი იყო

ჯულიეტა ვაშაყმაძე ჩემი თაობისთვის, ისევე როგორც რამდენიმე სხვა თაობისთვის, დახვეწილობისა და სილამაზის სიმბოლო იყო. დიდწილად ის იყო საქართველოს პასუხი იტალიური ნეორეალისტური კლასიკური შავ-თეთრი ფილმების ვარსკვლავებზე.

ვუსამძიმრებ გიორგი გაბუნიას და ჯულიეტა ვაშაყმაძის ყველა თაყვანისმცემელს...

ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართველი მსახიობისა და ტელეწამყვანის, ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების ფაქტს. ჟურნალისტი 27 დეკემბერს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები