მკვლელობა იმერეთში

იმერეთში სანადირო თოფით მეზობლის მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს

იმერეთში სანადირო თოფით მეზობლის მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ბ.გ. განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღალაში დავისას მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი 1967 წელს დაბადებული კ.ნ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლში დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები