ჯულიეტა ვაშაყმაძე

კალაძე: ჯულიეტა ვაშაყმაძე გამორჩეული სახე იყო – ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების ტკივილს

თბილისის მერი, კახა კალაძე ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. კალაძე გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"გარდაიცვალა ჯულიეტა ვაშაყმაძე – ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი და მსახიობი. მან დიდი როლი ითამაშა ქართული ტელევიზიის ისტორიაში. ის იყო გამორჩეული სახე როგორც სატელევიზიო ეკრანზე, ისე კინოში.

ვწუხვარ და ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების ტკივილს". – წერს კალაძე.

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები