სახელმწიფო მიწების მითვისება

კალაძე: სახელმწიფო მიწების დატაცების მიმართულებით, საკანონმდებლო ინიციატივა მოვამზადეთ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცებისა და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსების მიმართულებით არსებული კანონმდებლობა სუსტია.

კალაძემ საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ სახელმწიფო ქონების დატაცება დანაშაულია და სწორედ ამიტომ, უკვე მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომ შემდგომში ასეთი ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსით დარეგულირდეს, რადგან, კალაძის განმარტებით, სხვაგვარად "ამ ყველაფრის მოწესრიგება შეუძლებელია".

"რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთაც მართლა უჭირთ, სოციალურად დაუცველები არიან და სერიოზული პრობლემები გააჩნიათ. ჩვენ ამ ადამიანებისთვის ხელი არ გვიკვრია, პირიქით, ვეხმარებით. ასევე, არსებობს ქირით გაყვანის პროგრამა - ყოველწლიურად, ამ მიმართულებით შვიდი მილიონი ლარი იხარჯება, თუმცა არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთა სახელზე არაერთი ბინა, ავტომობილი, სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში საცხოვრებელი ფართები, სახნავ-სათესი მიწებია რეგისტრირებული, გაფორმებული არიან ინდმეწარმეებად, ეწევიან ბიზნესსაქმიანობას და ა.შ.". – ამბობს კალაძე.

თბილისის საკრებულომ დღეს, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილა, რომელიც კახა კალაძემ წარადგინა.

კომენტარები