ტაქსის მძღოლები

კალაძე: M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდებათ

M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, როგორც რისკ და სპეციფიკურ პრიორიტეტულ ჯგუფს, გრიპის აცრა უფასოდ ჩაუტარდებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა. 

კალაძე ამბობს, რომ ტაქსის მძღოლებს ვაქცინაციის ჩატარება, თბილისის მასშტაბით, ნებისმიერ პოლიკლინიკასა და იმუნიზაციის კაბინეტში უფასოდ შეეძლებათ.  

"ჩვენ გვექნება კომუნიკაცია თითოეულ მათგანთან. როგორც ვიცი, მათთან უკვე დაგზავნილია სმს შეტყობინებები, თუ სად უნდა მიაკითხონ და მოხდეს მათი ვაქცინით უზრუნველყოფა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის აქცია, რომლის ფარგლებშიც მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ... ძალიან კარგი პროგრამაა და, რა თქმა უნდა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ პროგრამით". – თქვა კალაძემ. 

კომენტარები