ხანძარი გორში

გორში სახლში ხანძარი იყო – მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს

გორში, სამეფოს ქუჩაზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი უკვე ჩააქრეს.

უწყების ცნობით, სახლში მეხანძრე-მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო-სამაშველო სამაშველო ეკიპაჟი. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

კომენტარები